вторник, 8 июня 2010 г.



1.პროექტის სახელი: უთვალავ ფერთა საუნჯე .
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით : ფერთა უკეთ აღთქმისთვის აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ სხვადასხვა ფერის მცენარეთა შეგროვება.
3. პროექტის სრული აღწერა: უფლისციხესთან სისხლისფერი, წითელი ყაყაჩოები ყვავიან, მცხეთასთან მწვანე, სუროსფერი და ფირუზისფერი ტყეები ცვლიან ერთმანეთს, გორთან იასამნები იწონებენ თავს ორ ფერში: იასამნისფერი და თეთრი ფერებით. ქუთაისთან (მოწამეთასთან) ცისფერი და ვარდისფერი ფურისულები ენაცვლებიან ერთმანეთს. აქვეა თეთრი გვირილები. ქუჩის პირას ყვითელი ბაიები აბრიალებულა.
4 . მონაწილეთა ასაკი: 7წელი
5. ვადები/ ხანგძლივობა: 3კვირა
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ექსკურსია მცხეთაში, უფლისციხეში, გორში, მოწამეთაში, ზუგდიდში. ჰერბარიუმების დამზადება ხასხასა ფერებში, ლექსები სხვადასხვა ფერის ყვავილებზე, სხვადასხვა ფერის პეპლებისა და ჭია –მაიების შეგროვება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება , შეიქმნას: უკეთ , რეალურად არჩევენ ფერებს და ბუნების სიყვარულს ეჩვევიან.
8. სარგებელი სხვებისთვის: ის რაც უცხოა აღმოსავლეთ საქართველოს ბავშვებისათვის უკვე ნაცადი და რეალურია.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არამყავს.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ერივნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნების სამყარო.
12. პროექტის ფასილიტატორი: ხატია ხაფავა
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა: xatiaxafava@gmail.com.
14. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოკი
: xatiaxafava2010.blogspot. com